„ქსოვილი საქართველოდან“ – ხელოვნების სასახლის პროექტი მსოფლიოს ცნობილი გამოცემის ყურადღების საგანი გახდა

ხელოვნების სასახლის პროექტი „ქსოვილი საქართველოდან“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემის The New York Times Magazine ყურადღების საგანი გახდა.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, მსოფლიოში განთქმულმა გამოცემამ საქართველოს საგანგებო პუბლიკაცია მიუძღვნა.
სტატიაში სახელწოდებით: „როგორ წარმოაჩენს მეაბრეშუმეობა საქართველოს წარსულის უცნობ მხარეებს“ მოყოლილია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მეაბრეშუმეობის უძველესი ტრადიციები.
პუბლიკაციის მომზადების დროს The New York Times Magazine ჟურნალისტები ხელოვნების სასახლის მიერ შექმნილ ქსოვილის ელექტრონულ ბაზებზე მუშაობდნენ და პუბლიკაციის გასაფორმებლად მუზეუმში დაცული 3 ილუსტრაცია გამოიყენეს, ჟურნალის მკითხველმა თამარ მეფის, ჯაყელთა სამოსის და გელათური „ოქრონემსული“ ქსოვილის უნიკალური ფრაგმენტები იხილა.
გთავაზობთ აღნიშნული პუბლიკაციის ბმულს:
https://www.nytimes.com/…/t-…/silk-road-tbilisi-georgia.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები