მარია ზახაროვა დააწინაურეს
რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიაკუთვნა.
ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის საიტზე განთავსდა.
მარია ზახაროვა 2015 წლიდან დღემდე რუსეთის საგარეო უწყების მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დეპარტამენტს ხელმძღვანლობდა და უწყების ოფიციალური წარმომადგენელი იყო.