სომხეთის პოლიციის უფროსი თანამდებობას ტოვებს – დღეს უკვე მესამე ძალოვანი
სომხეთის პოლიციის უფროსი, არმან სარქსიანი თანამდებობას ტოვებს.
როგორც ადგილობრივ მედიას პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტს პრემიერმა უკვე მიმართა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ პრემიერმა პრეზიდენტს ქვეყნის გენშტაბისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანლის თანამდებობიდან გადადგომის წინადადებით მიმართა, თუმცა არმენ სარქსიანს განკარგულებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერა.
ცოტა ხნის წინ ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში ძალოვანი უწყებების ახალი ხელმძღვანელების გვარები დაასახელა.
მისი თქმით, გენშტაბის უფროსი გახდება ონიკ გასპარიანი, ეროვნულ უსაფრთხოებას არგიშტი კიარამიანი უხელმძღვანელებს, ხოლო პოლიციას ვაგე კაზარიანი გაუძღვება.
“გადაწყვეტილება დე-იურე ძალაში პრეზიდენტის მიერ განკარგულებების ხელმოწერის შემდეგ შევა”, – განაცხადა ფაშინიანმა.