ნიკოლ ფაშინიანმა კორონავირუსი დაამარცხა
სომხეთის პრემიერმინისტრი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან განიკურნენ.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ცოტა ხნის წინ მივიღეთ განმეორებითი ტესტების პასუხები. ყველა პასუხი უარყოფითია. უარყოფითი პასუხები გუშინაც მივიღეთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანი ჯანმრთელია და იმუნინეტი გვაქვს”, – დაწერა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა დაავადების შესახებ 1-ელ ივნისს განაცხადა. ის რეზიდენციაში იყო იზოლირებული მიუხედავად იმისა, რომ, მისი მტკიცებით, არავითარი სიმპტომები არ გააჩნია.