მედია: სკანდალის ფონზე, სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, არტაკ დავთიანმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

ამის შესახებ “სპუტნიკი” წყაროზე დაყრდნობით წერს.

დავთანიანის გადადგომის მიზეზად, სავარაუდოდ, შვილის ქორწინება სახელდება.

სომხური მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გენშტაბის უფროსმა შვილს მრავალრიცხოვანი ქორწილი გადაუხადა. ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა და მას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, აგარაკის შესასვლელთან უამრავი მანქანა იდგა, მათ შორის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებიც.

მოგვიანებით, დავთიანმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ, მისი აზრით, ქორწილი კარანტინის დარღვევას არ წარმოადგენდა და ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ამასთან, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოუწოდებს მედიას, გაითვალისწინონ, რომ მაღალჩინოსნებსაც აქვთ პირადი ცხოვრების უფლება.

დავთიანი თანამდებობაზე 2018 წლის 24 მაისს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები