რუსეთში კორონავირუსს თითქმის 6 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში კორონავირუსის 8 985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 476 658 ინფიცირებულია.

ოპერატიული შტაბის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 112 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 5 971 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება სულ 230 688 პირმა შეძლო.

ამის პარალელურად, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა ტურისტულ სეზონს უკვე 1-ელი ივლისიდან გახსნის.

მისი თქმით, საკარანტინე შეზღუდვებიდან ტურისტული დარგის გამოსვლის გეგმაა შემუშავებული.

მისი თქმით, რუსეთში შიდა ტურიზმზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა არსებობს პრობლემა – განუვითარებელი ტურისტული ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები