„დავით კლდიაშვილის ძეგლი ბათუმში, სილიკონით დაწებებული და მომძვრალი ჩუქურთმები“…
„დავით კლდიაშვილის ძეგლი ბათუმში, სილიკონით დაწებებული და მომძვრალი ჩუქურთმები“… – ისტორიკოსი გიორგი კალანდია ფეისბუქის გვერდზე დავით კლდიაშვილის ძეგლის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ბათუმში დგას.
სულ ვფიქრობ, რატომ გავხდით ასეთი უსინდისოები, უგულოები და გულგრილები საკუთარი ქვეყნის და წარსულის მიმართ?! არც ვიცი, რომელი ხელისუფალის დროს დაიდგა ეს ძეგლი და არც მაინტერესებს, რადგან ასეთი წვრილმანები ხელისუფლებას ვერ დაუკავშირდება, არ შეიძლება, უშუალოდ ხელისუფალმა ამოწმოს მსგავსი წვრილმანები, ასეთი დეტალები ხომ უშუალოდ მოქანდაკის, შემსრულებლის, ბრიგადირის, მუშის ანუ ჩვეულებრივი მოქალაქის სინდისამდე, მის პასუხისმგებლობამდე და პატრიოტიზმამდე დადის“, – წერს გიორგი კალანდია.