სომხეთში კორონავირუსს კიდევ 11 ადამიანი ემსხვერპლა

სომხეთში კორონავირუსის 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 13 325 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში განმარტეს, რომ გამოვლენილი ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა უკავშირდება იმას, რომ კვირას შესაბამისი ლაბორატორია არ მუშაობდა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსს კიდევ 11 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 211 ლეტალური შემთხვევაა.

დაავადების დამარცხება სულ 4099-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები