კანის კინობაზრობა 22-26 ივნისს ვირტუალურად გაიმართება
წელს კანის კინობაზრობა 22-26 ივნისს ვირტუალურად გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ინდუსტრიულ პროგრამაში #CannesDocs მონაწილეობს შორენა თევზაძე დოკუმენტური ფილმის პროექტით – „მცხუნვარე მზეზე“.
24 ივნისს პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ, პროექტ #CircleWomen-ის ფარგლებში, და მას პროდიუსერები, დისტრიბუტორები, ფესტივალების, ფონდებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები დაესწრებიან.