სიეტლში აქციის მონაწილეებში ავტომობილი შევარდა, არიან დაშავებულები
ვაშინგტონის ქალაქ სიეტლში აქციის მონაწილეებში ავტომობილი შევარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ამის შემდეგ ავტომობილის მძღოლმა ხალხის მისამართით ცეცხლი გახსნა.
Seattle Times-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც ქალაქის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია, დაჭრილი პირი კი ჰოსპიტალიზებულია.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.