6 ივნისს გეგა კობახიძე დაიბადა

ლაზარე

6 ივნისი მსახიობ გერმანე (გეგა) კობახიძის დაბადების დღეა.
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი 59 წლის გახდებოდა.
დაიბადა ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1983 წელს.
პირველად კინოში 5 წლისა გადაიღეს ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” (ნ. მჭედლიძე, 1966). მთავარი როლი შეასრულა ფილმებში – „ლაზარეს თავგადასავალი” (ქ. ხოტივარი, რ. ხოტივარი, 1975).
მონაწილეობს ფილმებში: „აურზაური სალხინეთში” (ლ. ღოღობერიძე, 1975), „ჩიტის რძე” (ნ. სანიშვილი, 1975), „ის ჩვენთან დარჩეს” (ი. ტარკოვსკაია, 1975, რუსეთი), „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა” (ა. ნინუა, 1977), „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის” (ბ. წულაძე, 1981, ნუკრი) და სხვ.
1983 წლის 18 ნოემბერს, საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით, 7 ქართველის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A; გამტაცებელთა შორის იყო გეგა კობახიძე მეუღლესთან – თინა ფეტვიაშვილთან ერთად. გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე იქორწინეს.
აღსანიშნავია, რომ გეგა კობახიძე შერჩეული იყო როლისთვის თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომლის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და 1983 წელს თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა. ამის შემდეგ „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე მის მაგივრად მერაბ ნინიძემ ითამაშა.
1984 წლის 3 ოქტომბერს გეგა კობახიძე დახვრიტეს. თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები