ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა. ” რეგიონული კვირის ” ინფორმაციით, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, პასუხისმგებელი კომპანიის ტექნიკა ადგილზე რჩება და მეწყერის, ან სხვა გარემო პირობების საფრთხის შემცველი ვითარების შემთხვევაში გზის გასუფთავება მოხდება.
“ფშაველი – ომალოს გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, მაგრამ გზაზე პასუხისმგებელი კომპანიის ტექნიკა მაინც მობილიზებულია,რომ საფრთხის შემთხვევაში გზა გაწმინდონ”,- განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილმა.
ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ოქტომბრიდან – მაისის ბოლომდე იკეტება. მთაში დარჩენილ მოსახლეობასთან კონტაქტი კი გვიანი შემოდგომიდან მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხდება.