ლევან ნიკოლეიშვილი: რუსეთში ვერ უმკლავდებიან ვირუსს, ამ ფონზე, ნერვებისმომშლელად გამოიყურება საქართველოში არსებული სიტუაცია და, განსაკუთრებით, ლუგარის ლაბორატორია

“რუსეთის ფედერაციაში ვერ უმკლავდებიან ვირუსს, ამ ფონზე, ნერვებისმომშლელად გამოიყურება საქართველოში არსებული სიტუაცია და, განსაკუთრებით, ლუგარის ლაბორატორია, რომელიც უმთავრესი აღმოჩნდა კოვიდთან გამკლავების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიკოლეიშვილი თქმით, საქართველოს პასუხი ლაბორატორიასთან მიმართებით ზუსტად ისეთი იყო, როგორიც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს შეეფერება.
„რამდენიმე მომენტი არსებობს: ერთი უკავშირდება კოვიდის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლას. მსოფლიომ აღიარა, რომ საკმაოდ კარგად გავუმკლავდით და ვუმკლავდებით ამ გამოწვევას.
რუსეთს თავის ინტერესები აქვს, გეოპოლიტიკური, მათ შორის, პანდემიასთან მიმართებითაც. ვიცით, რომ ცუდი მდგომარეობაა რუსეთის ფედერაციაში – ვერ უმკლავდებიან ვირუსს იმ დონეზე, რაც არაა გასაკვირი. ნერვებისმომშლელად გამოიყურება ამ ფონზე საქართველოში არსებული სიტუაცია და, განსაკუთრებით, ლუგარის ლაბორატორია, რომელიც უმთავრესი აღმოჩნდა კოვიდთან გამკლავების წინააღმდეგ.
ქართული მხარე უარს არ ამბობს, რომ ტრანსფარენტული იყოს ლაბორატორიასთან მიმართებით, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც შეეფერება დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს ღირსეულ პასუხს იძლევა ამასთან დაკავშირებით, რომ ყველას შეუძლია, ჩამოვიდეს და შეამოწმოს, ოღონდ ცალკე რუსეთის ფედერაციის დაშვება ლაბორატორიაში მიუღებელია. რუსეთს არ მოსწონს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ლაბორატორიის დათვალიერება. გასაგებია, რატომაც არ მოსწონს – საერთაშორისო ექსპერტები დაადასტურებენ იმას, რაც რეალურად მიმდინარეობს იქ და არა იმას, რაც რუსული მხარის ცალმხრვი ინტერესია“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები