ანგელა მერკელი მეხუთე ვადით კანცლერად არჩევაზე უარს ამბობს
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მეხუთე ვადით თანამდებობაზე ყოფნას არ პირებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა კენჭისყრას კიდევ ერთი ვადით, კანცლერმა თქვა:”არა, ცალსახად არა” და დასძინა, რომ გადაწყვეტილება მტკიცედ აქვს მიღებული.
გერმანიის კანცლერის არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა მანამდე, მიმდინარე წლის ბოლოს მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება, რომელიც კორონავირუსის გამო აპრილში დეკემბრამდე გადაიტანეს.