ვენაში ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართა

ვენაში აშშ-ში მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი აქცია – Black Lives Matter გაიმართა, რომელშიც ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

პოლიციის მონაცემით, დემონსტრაციაში თავდაპირველად 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ადგილობრივი დროით 17:00 საათის შემდეგ მას ყოველ 10 წუთში 5 ათასი ადამიანი უერთდებოდა.

შეკრებილებს პლაკატები ეჭირათ ფერადკანიანთა მხარდამჭერი, რასიზმისა და აშშ-ში საპოლიციო ძალადობის საწინააღმდეგო წარწერებით.

აქცია მშვიდობიანი იყო.

პოლიცია კი, მათთან სოლიდარობის ნიშნად, სამსახურებრივი მანქანების საინფორმაციო ტაბლოზე წარწერას – Black Lives Matter ტრანსლირებდა.

ანალოგიური აქციები გაიმართა ბრიტანეთში, დანიასა და ნიდერლანდებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები