სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ფაშინიანს: სახელმწიფოს დასაცინს ნუ ხდით
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს მისთვის ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალების გაგზავნისკენ მოუწოდა.
ხშირად ფაშინიანი ამ მასალებს საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ღონისძიებაა ასახული, რომელშიც სოციალური დისტანცირებისა და ე.წ. ნიღბის ტარების რეჟიმებია დარღვეული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ რამდენიმე კომპანიამ უარყო ის ფაქტი, რომ გავრცელებულ ფოტო/ვიდეომასალაში მათი ბოლოდრინდელი ღონისძიებაა ასახული. მათი თქმით, ფაშინიანის მიერ გაკრიტიკებული მასობრივი თავშეყრა ერთი ან მეტი წლის წინ მოხდა.
აღნიშნულს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, არტურ ვანეციანი გამოეხმაურა.
“ეს დაუდევარი და უნიჭო ფოტოკამპანიაა. ქვეყანას დასაცინს ხდით და ეს ცოდვაა. ნუ აკეთებთ ამას, საერთოდ ნუ აკეთებთ!”, – დაწერა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.