სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12 ათასს აღწევს

სომხეთში კორორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 11 817 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 7 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 183 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 3513-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები