ბილ გეიტსი ადამიანების ე.წ. “დაჩიპვაზე”: უცნაური სისულელეა
მულტიმილიარდერმა, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა, გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით სწორედ მან შექმნა SARS-CoV-2-ის პანდემია, რომ მოხდეს ვაქცინის გაყიდვა ადამიანებში ID-ის ინსტალაციის (“დაჩიპვის”) გზით.
გეიტსის თქმით, მას არასდროს ჰქონია კავშირი მიკროჩიპებთან.
“ამის უარყოფაც რთულია, რადგან ეს უცნაური სისულელეა”, – თქვა გეიტსმა, რომლის სიტყვებს Business Insider-ი ციტირებს.
თავის მხრივ, BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გეიტსმა თქვა, რომ აშფოთებს “ყველა მსგავსი გიჟური იდეის არსებობა”.
“როდესაც საბოლოოდ ვაქცინა გვექნება, დაგვჭირდება ჯგუფური იმუნიტეტის შემუშავება, რომ მოსახლეობის 80% იყოს ვაქცინირებული. მაგრამ თუ ისინი იფიქრებენ, რომ ეს აფიორაა ან რომ ვაქცინა მავნებელია და უარს იტყვიან აცრაზე, დაავადება ადამიანების შეწირვას გააგრძელებს”, – თქვა გეიტსმა.
ბილ გეიტსი შეთქმულების თეორიის გმირი პანდემიის პირობებში გახდა. თეორიის მომხრეებს სჯერათ, რომ ვირუსი სწორედ გეიტსის გამო გაჩნდა და გავრცელდა, რომ თითქოს ის ვაქცინაზე გამდიდრებას გეგმავს. ჭორების გავრცელებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისთვის 300 მლნ დოლარი გამოყვეს.