იაპონიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წელს დაიწყება
იაპონიაში ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება 2021 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კაცუნობუ კატომ განაცხადა.
“სწრაფი რეალიზებისკენ მივილტვით და ჩვენი მიზანი 2021 წლის პირველი ნახევარია”, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, კატომ განმარტა, რომ თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში ვაქცინის წარმოებისთვის მზადება მას შემდეგ იწყება, რაც შემუშავებაა დასრულებული, ამ შემთხვევაში, შემუშავება და მისი წარმოება ერთდროულად დაიწყება.
მისი ინფორმაციით, ვაქცინის წარმოებისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან დამატებით, დაახლოებით, 1,3 მლრდ დოლარი გამოიყოფა.