ცრემლიანი მოგონება ამირან შალიკაშვილზე

5 ივნისს, 21:00 საათზე, რომა რცხილაძე  ონლაინ ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებლის, მსახიობის, რეჟისორის, ამირან შალიკაშვილის უცნობ ლექსებს გააჟღერებს. დიდი მაესტროს გაზრდილი მსახიობები კი პანტომიმის უსიტყვო ხელოვნებას კიდევ ერთხელ აზიარებენ მნახველს.
„სპექტაკლის დასასრულს, ყოველი მსახიობისთვის, ხმამაღალი ტაშის გაგება ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ხოლო ახლა, თანამედროვე სამყაროში, თქვენი, მაყურებლების, უსიტყო ტაში იქნება ჩვენი, მსახიობების ბედნიერების მიზეზი“, – აღნიშნულია შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეჟისორი: დავით შალიკაშვილი;  მუსიკა: რომა რცხილაძე (სპილო); მსახიობები: პანტომიმის თეატრი; ლექსები: ამირან შალიკაშვილი.

***
მე შენ მიყვარხარ ისე,
როგორც ცისფერი ზღვა,
მე შენ მიყვარხარ ისე,
როგორც უძირო ცა.
მე შენ მიყვარხარ ისე,
როგორც რა ვიცი, რა.
მე შენ მიყვარხარ ისე,
როგორც ეს გული ძგერს.
მე შენ მიყვარხარ ისე,
როგორც სიმღეა „ერთს“.
მე შენ მიყვარხარ ისე,
როგორც ამ „ცისა ფერს“.
მე შენ მიყვარხარ ისე,
როგორც უყვარხარ ღმერთს.
მე შენ მიყვარხარ, ამით,
მტრობას ვერ ვუწევ მტერს.
ყველგან სიკეთეს ვთესავ,
გული სიკეთით ჟღერს,
ოცნება მიმაქროლებს,
ოცნება ცაში ფრენს.
ღმერთო, ნუ გამითენებ
უსიყვარულოდ დღეს!

ამირან შალიკაშვილი

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.
სპექტაკლის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
Shalikashvili Pantomime Theater · შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები