დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართება

5 ივნისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის რუბრიკის, „ლიტერატურული საუბრების“ ფარგლებში, მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დათო ტურაშვილი ლიტერატურის ღირებულებაზე ისაუბრებს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართება.
რუბრიკის მოდერატორია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი და CU ლიტ კლუბის წევრი ლევან კაკლიანი.

დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე:  https://forms.gle/ypb1T6ehCUYUp49o7

Lit-Talks-ი სისტემატურად, კვირაში ერთხელ ტარდება. რუბრიკის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო სტუმარი განსხვავებულ ლიტერატურას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები