საპროტესტო აქვია ბათუმში – “ლავასოღლის” ქვეყანაში ექსტრადირებას მეექვსე დღეა, ითხოვენ
ბათუმში, აჭარის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მეექვსე დღეა, ე.წ. კანონიერი ქურდის საქართველოში ექსტრადაციას მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორებმა პროკურატურას დრო ხვალ, 15:00 საათამდე მისცეს. მათი თქმით, თუ უწყება ვერ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ისინი აქციებს გააგრძელებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში განაცხადეს, რომ საექსტრადაციო პროცედურები უკვე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმში პირველი ივნისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ექსტრადაციის საკითხი იუსტიციის სამინისტროს კომპენტენცია არ არის. წულუკიანის განმარტებით, ეს საკითხი პროკურატურამ უნდა განიხილოს, რის შემდეგაც საპროტესტო აქციის ლოკაცია შეიცვალა და მონაწილეებმა პროკურატურასთან გადაინაცვლეს.
გუშინ აქციის 17-მდე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო, ოთხმა მათგანმა კი პირი ამოიკერა.
შეგახსენებთ, მინდია გორაძე საქართველოში “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის იძებნებოდა, თუმცა იმ დროისთვის იგი სამშობლოში არ იმყოფებოდა. ,,კანონიერი ქურდი” 2018 წელს თურქეთის რესპუბლიკაში დააკავეს.