რომან კაკულია: დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ ლეგიტიმაციას შეიტანს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები იყოს მიღებული. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვუჭერდი და დავუჭერ, რადგან საქართველოში დიდი ხანია, დრო დადგა, პოლიტიკურმა ძალებმა ლეგიტიმაცია თავიანთი იდეების საშუალებით მოიპოვონ და არა – ვინმესთან ბრძოლის საშუალებით. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ ლეგიტიმაციას შემოიტანს. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები