გაზგასამართ სადგურზე დენის დარტმის შედეგად დაშავებული, 39 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის განცხადებით, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი მათ კლინიკაშია მოთავსებული.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“დღეს, 14:00 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში ელექტროტრამვით 39 წლის მამაკაცი შემოიყვანეს. აღენიშნებოდა გულის გაჩერება, პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში გულის მუშაობა აღდგენილ იქნა. ამჟამად, მამაკაცი ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე იმყოფება, სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე”, – განაცხადა ნუცუბიძემ.