ნუცუბიძეზე, გაზგასამართზე მომხდარი აფეთქების ადგილზე მისულ ექსპერტს დენმა დაარტყა
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე მისულ ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტი საგამოძიებო მოქმედებების დროს დაშავდა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.