ონლაინლექცია – „ემოციური ინტელექტი“

3 იბნისს, 18:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ლექციას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფსიქოლოგი ისაუბრებს, რა არის ემოციური ინტელექტი და რა როლს ასრულებს ის ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მიღწევებში?
როგორ უნდა ამოიცნოს და მართოს პიროვნებამ საკუთარი ემოციები და როგორ გაერკვეს სხვის რეაქციებში, რათა გაუმკლავდეს კონფლიქტებსა და სტრესულ სიტუაციებს, დაამყაროს სწორი კომუნიკაცია სოციუმთან?
ლექცია ჩატარდება პროგრამა Zoom-ში (ასევე იქნება FB Livestream).

https://us02web.zoom.us/j/88973652707

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები