ლევან გოფოძე: “რესპუბლიკურში” კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ხელმძღვანელის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენთან რჩება ცხრა პაციენტი. გუშინ გვყავდა ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი. ცხრავეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენდა საბედნიეროდ, არცერთ პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები და რეანიმაციაში არ მკურნალობენ, ინტენსიური თერაპიის პალატასა და სომატურ პალატებში არიან მოთავსებულნი. გარდა ამისა, სულ „ცხელების ცენტრში“ არის 30 პაციენტი, მათი მდგომარეობაც დამაკმყოფილებელია. დღეს 10 პაციენტს უკეთდება ტესტირება, აქედან ხუთი არის რეტესტირების რეჟიმში. მძიმე პაციენტი არ გვყავს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები