ივანე მაჭავარიანმა და კოენ დევიდსმა ონლაინშეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან კოენ დევიდსთან ონლაინშეხვედრა გამართეს.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან გრძელდება.
ონლაინშეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებსაც მსოფლიო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს.
COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის მსოფლიო ბანკის მხრიდან უკვე გამოყოფილი და სამომავლოდ დაგეგმილი ფინანსური რესურსების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა.