„გალაკტიონ ტაბიძისა და ოლია ოკუჯავას განსაკუთრებული ურთიერთობა მხატვრულად გაცოცხლდება“ (ვიდეო)

რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, ფილმ „ექვთიმე ღვთისკაცის“ რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლაშა პატაშურის ვიდეოს ავრცელებს ჭყვიშის გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმიდან.
„დავათვალიერეთ გალაკტიონის სახლ-მუზეუმი და შევარჩიეთ ულამაზესი ადგილები მუზეუმშიც და ქუთაისშიც, სადაც მალე პოეტთა მეფის, გალაკტიონ ტაბიძისა და ოლია ოკუჯავას განსაკუთრებულ ურთიერთობასა და მისი ცხოვრების ბოლო, ყველაზე დრამატულ დღეს მხატვრულად გავაცოცხლებთ“, – წერს ნიკოლოზ ხომასურიძე.
მანამდე ნიკოლოზ ხომასურიძემ კიდევ ერთი სტატუსი და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, „მალე განსაკუთრებულად საინტერესო ისტორიულ მოვლენებს მხატვრულად გააცოცხლებენ“,  ნიკო ნიკოლაძის, მარსელ დეპრეს, ოლგა გურამიშვილს, გიორგი ნიკოლაძეს, აკაკი წერეთელის, კირილე ლორთქიფანიძის, მათი მეგობრებისა და ასევე რუსეთის სადამსჯელო ჯარისა და მისი გენერალის მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის მონაწილეობითო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები