პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს,– ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას ერთი პაციენტი გადის.

“2 ივნისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 9 პაციენტი. აქედან კოვიდინფიცირებულია 3 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 8 პაციენტი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები