გერმანიის პროკურატურას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთისგან პასუხები ჯერაც არ მიუღია
გერმანელი გამომძიებლები ჯერ კიდევ ელოდებიან რუსეთისგან პასუხს ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე.
შესაბამისი განმარტება ბერლინის პროკურატურაში ბუნდესტაგის მემარცხენე პარტიის წევრის, სევიმ დაგდელენის კითხვაზე განმარტეს.
“2019 წლის დეკემბერში ბერლინის პროკურატურის მიერ მოსკოვში გაგზავნილი მიმართვა რუსეთის მხრიდან შინაარსიანი პასუხის გარეშე დარჩა“, – განაცხადეს გერმანიის იუსტიციის სამინისტროში, წერს DW.
საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რუსეთის მოქალაქე მალევე დააკავეს.
თავდაპირველად, საქმეს ბერლინის პროკურატურა იძიებდა, მაგრამ 2019 წლის დეკემბრიდან ეს საქმე გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ არსებობს ეჭვი, რომ დანაშაულთან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არიან დაკავშირებულები.