პრეზიდენტი: წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს გილოცავთ ფარავნის ტბიდან, სადაც დაიწყო საქართველოს არა მხოლოდ რელიგიური, არამედ – სახელმწიფოებრივი ისტორიაც (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ნინოობას ულოცავს.

ვიდეომიმართვა პრეზიდენტის “ფეისბუქგვერდზე” გავრცელდა.

“დღევანდელ დღეს წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს გილოცავთ ფოკიდან, ფარავნის ტბიდან, სადაც დაიწყო საქართველოს არა მხოლოდ რელიგიური ისტორია, არამედ  – სახელმწიფოებრივი ისტორიაც. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი დღე და გილოცავთ ყველას”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები