ამირან გამყრელიძე: 69 წლის ვარ, ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი დამთავრებულია, ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან

“არანაირი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ცდილობს, ქვეყანას იმ პოზიციიდან გამოადგეს, სადაც ახლა მუშაობს.

„არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია. მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის გარკვეულად შემოთავაზება იყო 2012 წელს. მე არ გიმალავთ ჩემს ასაკს, 69 წლის ვარ, ჩემთვის ეს უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. მე ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა, კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან, ვაძლევ მათ საშუალებას მეტად გაიზარდონ. ხომ ხედავთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია თურმე სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში, იქნება ეს ჰეპატიტი თუ სხვა კიდევ დიდი გამოწვევა. მე მგონია, ძალიან კარგ ადგილას ვარ, არანაირი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების. ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები