ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება

მინეაპოლისის პოლიციის თანამშრომელი, დერეკ შოვენი, რომელიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაშია ბრალდებული, დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება.

სასამართლო სხდომა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება, – იტყობინება CNN-ი.

​44 წლის შოვენი მესამე და მეორე კატეგორიის მკვლელობაშია ბრალდებული.

მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდი  25 მაისს დააკავეს. მას ბრალად საბუთების გაყალბება ედებოდა.

დაკავების ოპერაციაში 4 პოლიციელი მონაწილეობდა. მათგან ერთ-ერთმა, დერეკ შოვენმა ფლოიდს ხელბორკილი მიწაზე დაგდების შედეგად დაადო, ამის შემდეგ კი მუხლით 46 წლის აფროამერიკელს კისერი მოუჭირა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ფლოიდი ყვიროდა, რომ იხრჩობოდა, თუმცა შოვენმა ამას ყურადღება არ მიაქცია. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები