საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” წევრებმა აჭარის ტელევიზიის შენობასთან პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს

საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” წევრები აჭარის ტელევიზიის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად,  ტელევიზიის შენობასთან კარავი გაშალეს.

“გიორგი კოხრეიძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან ტელევიზიაში ჟურნალისტების დევნა, გადაცემების შეჩერება და პროგრამულ პრიორიტეტების შეუსრულებლობა ხდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა უნდა გამოუცხადოს დირექტორს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, სამეურვეო საბჭომ დღესვე დააყენოს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, კოხრეიძე გადააყენოს დაკავებული თანამდებობიდან. აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც გათავისუფლდა კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ შიმშილობაც დაიწყო.

ცნობისთვის, ტელევიზიასთან დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „მე მიყვარს ბათუმი“ აქცია მაუწყებლის შენობის წინ 26 მაისსაც გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები