ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას, სავალალოა, რომ ე.წ. ბორდერიზაცია „კოვიდ-19“-ის მიუხედავად გრძელდება
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ნაბიჯებს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
„არ შემიძლია, არ გავიმეორო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ისევე, როგორც რუსეთის ქმედებები, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას. სავალალოა, რომ ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა უკანონო მოქმედებები „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად გრძელდება“, – განაცხდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.