“გახარიას გამოსვლის დროს “ნაცებმა”, “ევრონაცებმა” პოლიტიკურ პიგმეებად იგრძნეს თავი, რაც აშკარად დაეტყოთ გამომეტყველებასა და რეპლიკებზე”

“ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, ამ მაშტაბის, ნიჭისა და კლასის პოლიტიკოსი საქართველოს არ ჰყოლია”, – ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, ლევან ჭოტორლიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში წერს.

“გახარიას გამოსვლას ვუსმინე პარლამენტში. ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, ამ მაშტაბის, ნიჭისა და კლასის პოლიტიკოსი საქართველოს არ ჰყოლია. რასაკვირველია, შევარდნაძის ფიგურის მიმართ კონსენსუსი არ არსებობს, მაშტაბი კი ეჭვს არ იწვევს. იმედი მაქვს, გახარიას მიმართ კონსენსუსი იქნება. გახარიას გამოსვლის დროს “ნაცებმა”, “ევრონაცებმა” პოლიტიკურ პიგმეებად იგრძნეს თავი, რაც აშკარად დაეტყოთ გამომეტყველებასა და რეპლიკებზე. ისიც დაეტყოთ, რომ მიხვდნენ, საზოგადოებამაც დაინახა მათი პოლიტიკური პიგმეობა”, – აღნიშნავს ჭოტორლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები