სოფელ ბობნევის მოსახლეობა სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო. როგორც “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს, სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო.

“პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სათავე რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა. მოეწყობა, აგრეთვე, ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი. პროექტის ღირებულება 237 000 ლარია”, – განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბობნევში მცხოვრები ოჯახები წყალს საკუთარ ეზოებში დამონტაჟებული ინდივიდური ონკანების საშუალებით 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები