“როცა ოპოზიცია ვერ ხედავს ხელისუფლების მიერ ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებისთვის გაწეულ შრომას, ბუნებრივია, მათ ახსენებ, რომ თითიც არ გაუნძრევიათ ეკონომიკური კრიზისის დროს”

როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ხედავენ ხელისუფლების მიერ გაწეულ შრომას, ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მოქალაქეების დახმარებისთვის ბუნებრივია, მათ ახსენებ, რადგან, თავად თითიც არ გაუნძრევიათ მაშინ, როდესაც იყო ეკონომიკური კრიზისი.

ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას უსმენენ.

მისი თქმით, თავად იყო ჩართული პროცესებში ჩართული, ამიტომ მისთვის გასაგებია ის ძალისხმევა და შრომა რაც გასწია ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში.

“თუმცა, როდესაც ვუსმენ ჩვენს ოპონენტებს, მართლაც გიჩნდება სურვილი, რომ გარკვეული პასუხები გასცე მათ მსჯელობას და შეფასებებს. როდესაც ხედავ, რომ ისინი ცდილობენ ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციონ, როდესაც ისინი პოლიტპატიმრებზე იწყებენ საუბარს, გიჩნდება სურვილი გაახსენო ის პოლიტპატიმრები, რომლებიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სააკაშვილთან ერთად, მათი პასუხისმგებლობაა. როცა ვერ ხედავენ ამ პოლიტპატიმრებს, ახსენებ ბუნებრივია, ირაკლი ბათიაშვილს, სულხან მოლაშვილს, ემზარ კვიციანს, კობა კობალაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, ჯანო ჯიქიას, ასობით და ათასობით ადამიანს, რომლებიც, უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს. როდესაც ისინი ვერ ხედავენ ხელისუფლების მიერ გაწეულ შრომას, ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მოქალაქეების დახმარებისთვის ბუნებრივია, მათ ახსენებ იმას რომ თავად თითიც არ გაუნძრევიათ მაშინ, როდესაც იყო ეკონომიკური კრიზისი და ისინი მხოლოდ იმ ორგანიზაციებს ეხმარებოდნენ, რომლებიც მათთან იყო დაახლოებული და ა.შ.”, – განაცხადა ქვარაიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მთავრობას თხოვნით მიმართა, ის მოიჯარეები, რომლებიც სახელმწიფო ქონებას ფლობენ, გათავისუფლდნენ გადასახადისგან ისევე, როგორც ეს დედაქალაქის შემთხვევაში დარეგულირდა.

„მინდა დახმარება გთხოვოთ კონკრეტულ დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს აქტუალური საკითხია არა მარტო ზუგდიდის მაგალითისთვის არამედ, მთლიანად ქვეყნისთვის. საკითხი ეხება მოიჯარეებს, რომლებიც იჯარით ფლობენ სახელმწიფო ქონებას. ობიექტს, რომელსაც აქტივების მართვის კომპანიისგან იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდგომში უკვე აქირავებს მას მოქალაქეებსა და კერძო მეწარმეებზე. რაც ეს ადამიანები არიან გაჩერებულები და არ მუშაობდნენ ამ სამი თვის პერიოდში, მათ დაუგროვდათ იჯარის გადასახადი. ვინაიდან სახელმწიფო ითხოვს ამ შპს-სგან იჯარის გადასახადს, ანალოგიურად ისინი სთხოვენ მოიჯარეებს გადასახადს. არმუშაობის პერიოდში მათი მხრიდან იჯარის გადახდა საკმაოდ რთული საკითხია. დედაქალაქმა ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კარგი იქნება თუ რეგიონებთანაც დაკავშირებითაც იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები