მამუკა მდინარაძე: დღეს სპეკულაციებიც იქნება, გამოგონილი ამბებიც იქნება და, რა თქმა უნდა, რეალურ პრობლემებზეც იქნება საუბარი
“დღეს, რა თქმა უნდა, სპეკულაციებიც იქნება, გამოგონილი ამბებიც იქნება და, ცხადია, რეალურ პრობლემებზეც იქნება საუბარი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრა.
„დღეს, რა თქმა უნდა, სპეკულაციებიც იქნება, გამოგონილი ამბებიც იქნება და, ცხადია, რეალურ პრობლემებზეც იქნება საუბარი, მათ შორის, უმრავლესობის მხრიდან, რადგან ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ გვაქვს მეორე არანაკლებ მძიმე გამოწვევა, ვიდრე კოვიდინფექცია იყო, ეს არის ეკონომიკური რეცესია, რაც მძიმედ ურტყამს ქვეყნის ეკონომიკასა და გაჭირვებული ადამიანების, სოციალურად დაუცველი ადამიანების ჯიბეს და ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა აღმოვფხვრათ. ეს არის მიზანი ხელისუფლებისა და ამ მიზნებისა და გეგმების განხორციელებაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს, თუ ეს არ იქნება ისევ და ისევ ოპოზიციის პოპულიზმით დამძიმებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.