რუხის კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა

რუხის კლინიკა “სარსკოვ2”-ისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა, ისინი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერი იყვნენ.

„აღნიშნული პაციენტები შემოვიდნენ 16 დღის წინ, ჩაუტარდათ სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევები, ვირუსი წარმატებით დაემორჩილა ამ სამკურნალო ღონისძიებებს და,  ზედიზედ ჩატარებული ორი PCR კვლევებით, უარყოფითი პასუხები მოუვიდათ. დღევანდელი მიღებული სტანდარტების შესაბამისად, კლინიკიდან გასვლის შემდეგ ისინი გადავლენ საკარანტინე სივრცეში, რადგან კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდნენ. თუმცა, ამ მომენტისთვის, პაციენტები სრულად ჯანმრთელები არიან ვირუსისგან. ამ დროისთვის, კლინიკაში არის 24 პაციენტი”, – განაცხადა რუხის საავადმყოფის კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე რუხის კლინიკაში ამ ეტაპზე 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები