“დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი მიზანია ქვეყნის გამთლიანება, ამ მიზანს მშვიდობიანად, შრომით უნდა მივაღწიოთ”

“ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი, ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ჩვენ, ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად, შრომით და ჯარმაც ამ შრომაში უნდა შეიტანოს თავისი დიდი წვლილი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ვაზიანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე, უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს.

„ჩვენ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, ტრადიციებზე დაყრდნობით იმ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, უნდა ვიყურებოდეთ წინ და თანამედროვე ქართული ჯარი აძლევს უდიდეს მაგალითს ჩვენი ქვეყნის ყველა მცხოვრებს სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე, უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. ბატონებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ჩვენ, ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები