პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი მკურნალობს.
“26 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 14 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 6 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 13 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.