შუახევში მცხოვრები 2 285 ოჯახი სასურსათე კალათს მიიღებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, შუახევში მოწყვლად ჯგუფებზე სოციალური დახმარების, სასურსათე პაკეტების გადაცემის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პირველადი მოხმარების სასურსათე პროდუქტები დღეს ბენეფიციარებს შუახევის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე -რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად მიუტანა. სასურსათე კალათას ამ ეტაპზე შუახევში მცხოვრები 2 285 ოჯახი მიიღებს.

აჭარის მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის მონაწილეობით აჭარაში, ჯამურად, 60 ათასზე მეტი კალათა დარიგდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები