ლევან გოფოძე: “რესპუბლიკურ საავადმყოფოს” დღეს ორი გამოჯანმრთელებული დატოვებს
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ხელმძღვანლის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი ადამიანი დატოვებს.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი რჩება.
“დღეს ორი პაციენტი დატოვებს კლინიკას და 29 დარჩება. ერთი პაციენტი კვლავ კრიტიკული რჩება, თუმცა კოვიდვირუსისგან ეს პაციენტი განიკურნა, ტესტზე ნეგატიური პასუხი მოუვიდა. დანარჩენი კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯამურად, 63 პაციენტი გვყავს”, – განაცხადა გოფოძემ.