თედოწმინდაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და  სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ თედოწმინდაში  ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და  სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

როგორც “რეგიონულ კვირს” გორის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე, რომელიც გორი – ნიქოზის საავტომობილო გზიდან იწყება და მშენებარე სკოლის შენობასთან სრულდება, 689 მეტრია.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტის საფარი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაციისთვის 342 000 ლარია გათვალისწინებული.

“გზაზე, რომელიც მთლიანად გრუნტით იყო დაფარული, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. პროექტი გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სოფელს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის შენობაც ექნება. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები