არჩილ თალაკვაძე მუსლიმ თანამოძმეებს რამადან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მუსლიმ თანამოძმეებს რამადან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
“საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ რამადან ბაირამის დღესასწაულს და მათთან ერთად, ვულოცავ ყველას, ვინც მუსლიმური სამყაროს ამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს ზეიმობს. ჩვენ საუკუნეებია, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვშრომობთ ჩვენი საერთო სამშობლოსა და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის. ჯანმრთელობას, მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ!”,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.