“დარწმუნდნენ რა უცხოური ძალები, რომ “ნაცმოძრაობას” არანაირი შანსი არ აქვს – ხელისუფლებაში მოვიდეს, დაიწყეს მათგან გამიჯვნა ზოგიერთი ძალების” – მაჭარაშვილი

“დარწმუნდნენ რა უცხოური ძალები, რომ “ნაცმოძრაობას” არანაირი შანსი არ აქვს – ხელისუფლებაში მოვიდეს, დაიწყეს მათგან გამიჯვნა ზოგიერთი ძალების”, – „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან „ლელოს“ მისამართით გააკეთა.

„ამ შემთხვევაში ამოირჩიეს „ლელო“ და გახარია და ვითომ ბულინგი წამოიწყეს ნაცმოძრაობიდან, დედა პარტიიდან, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ვითომ დაანახვონ, რომ ხომ ხედავთ ხალხო, ნაცმოძრაობა თავს ესხმის ლელოს და როგორ შეიძლება ის ნაცმოძრაობასთან იყოს ასოცირებულიო“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ანა წითლიძემ განაცხადა: „ლელო“ ფულს იხდიდა, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და… ამიტომ ვთქვი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივლის ჩემოდნით და იყიდის თუ მამუკა ივლის ჩემოდნით-მეთქი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები