ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 65 პირი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ანაკლია – განმუხურის საკარანტინე სივრცეში 65 პირი იმყოფება.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 232 პირია თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო, მეთვალყურეობა 920 პირს მოეხსნა. საერთო ჯამში, ეპიდზედამხედველობა 1636 პირზე დამყარდა.

მათივე ინფორმაციით, 22 მაისს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში “კოვიდ19” -ზე 143 ბიოლოგიური მასალა ​გაიტესტა. აქედან, 4 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საოკუპაციო ზოლზე მდებარე რუხის კლინიკაში სულ 29 პაციენტი განაგრძნობს მკურნალობას, ამათგან 13 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები