ბექა ლილუაშვილი: თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროზე ადრე გავხსნათ ეკონომიკის დარჩენილი ნაწილი, ჩვენ ამას გავაკეთებთ

“თუ ჩვენ მოგვცემს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ დროზე ადრე გავხსნათ ეკონომიკის დარჩენილი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

„საკმაოდ შესამჩნევი იყო კონკრეტული განცხადებები თარიღებთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდებოდა, თუ როგორ იცვლებოდა ეს კონკრეტული თარიღები ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თითოეულ ამ თარიღზე, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის არსებულ ეპიდემიოლოგიურ გარემოსთან”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები